მეტრო უნივერსიტეტი სექტემბერში გაიხსნება
ეკონომიკა

სექტემბრის მეორე ნახევრიდან თბილისს 23-ე მეტროსადგური შეემატება. მეტრო "უნივერსიტეტის" განახლების პროექტი ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ახალ სადგურზე მატარებლები სატესტო რეჟიმში მოძრაობენ. ინფორმაციას Commersant-ი ავრცელებს.
თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო. დედაქალაქის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისთვის ვაჟა-ფშაველას სადგური გაიხსნა.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის კრედიტით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია.





