თეონა გიორგელაშვილი
სემეკში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს
ეკონომიკა

შალვა ნათელაშვილი
ფოტო: თეონა გიორგელაშვილი
ცოტა ხნის წინ, სემეკში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მივიდა და კომისიას მოუწოდა გადადონ სხდომა. „როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ისე მთავრდება ეს პროცესი დენის ტარიფის გაძვირებით,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
სემეკში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რადგან ლეიბორისტული პარტია კომისიას სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევდა.
ლეიბორისტები მოითხოვენ, კომისიამ სხდომა შეწყვიტოს და ეს პროცედურა არ დაიწყოს. ისინი სემეკის წევრებს ივანიშვილის და კალაძის ბრძანებების შემსრულებლებს უწოდებენ.
სემეკში წარდგენილი ყოველწლიური სატარიფო განაცხადით "თელასი" სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას ითხოვს.შესაბამისი განცხადება კომპანიამ სემეკში 16 აგვისტოს შეიტანა.
"თელასმა" სატარიფო განაცხადი წარმოადგინა, რომლის ვალდებულებაც გააჩნდა სატარიფო მეთოდოლიგიის მიხედვით. ტარიფი დადგენილია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ამიტომ კომპანია ვალდებული იყო განაცხადი წარმოედგინა.





