17 აგვისტო 2017, 15:22
ანაკლიამდე ახალი გზისა და რკინიგზის მშენებლობა სავარუდოდ 2018 წელს დაიწყება
ეკონომიკა

გაზიარება
ანაკლიამდე ახალი გზისა და სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2018 წლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ 1tv-ი წერს.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, შესაბამისი ვალდებულება სახელმწიფოს ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით აქვს. მისი ინფორმაციით, აქტიურ ფაზაშია შესაბამისი პროექტების შემუშავება. იგეგმება 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა.
ამასთან, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ წლის ბოლოს გეგმავს. სამუშაოს პირველი ეტაპი 2020 წელს უნდა დასრულდეს.





