სოფიკო ბერიძე
"თელასი" სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას ითხოვს
ეკონომიკა

სემეკში წარდგენილი ყოველწლიური სატარიფო განაცხადით "თელასი" სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ imedinews მარეგულირებელი კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენის დირექტორმა გივი სანიკიძემ განუცხადა.
"თელასმა" სატარიფო განაცხადი წარმოადგინა, რომლის ვალდებულებაც გააჩნდა სატარიფო მეთოდოლიგიის მიხედვით. ტარიფი დადგენილია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ამიტომ კომპანია ვალდებული იყო განაცხადი წარმოედგინა.
"გაიზრდება თუ შემცირდება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ტარიფი, ამის პროგნოზირება ახლა შეუძლებელია,გამომდინარე იქიდან, რომ სამომხმარებლო ტარიფის ყველა შემადგენელი კომპონენტის გადათვლა უნდა მოხდეს.კომპანია აფიქსირებს ტარიფის ზრდის საჭიროებას, თუმცა მხოლოდ ობიექტური გარემოებიდან, სამართლიანი და გონივრული ხარჯების ასახვიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი ტარიფების დადგენა." - განაცხადა გივი სანიკიძემ.





