11 აგვისტოს თბილისის რამდენიმე რაიონს გაზმომარაგება შეუწყდება
ეკონომიკა

კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 11 აგვისტოს 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის II მიკრო რაიონის I კვარტლის №5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
14:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის V მიკრო რაიონის №10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა №30, №39, ერეკლე ტატიშვილის ქუჩა №36, №39, შოთა მილორავას ქუჩა №5, №7, №7ა, გურამ რჩეულიშვილის II ჩიხში მცხოვრებ მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან.
10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სანზონის რაიონში, ხევძმარის ქუჩა №33-35-ში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირი №104-ში მცხოვრებ მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.



