ონის ჰესების მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყება
ეკონომიკა

ონის ჰესების კასკადის მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია ამჟამად ეკონომიკის სამინისტროსგან მშენებლობის ნებართვას ელოდება. ინფორმაციას Commersant-ი ავრცელებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სამშენებლო ნებართვას, სავარაუდოდ, სექტემბერში აიღებენ, მშენებლობა კი ოქტომბერში დაიწყება.
კასკადი რიონზე 2 ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს, მთლიანი სიმძლავრე 200 მეგავატი იქნება.
2021 წლისთვის 80 მეგავატი სიმძლავრის ჰესი ამუშავდება, 2026 წლისთვის კი მეორე - 120 მეგავატი სიმძლავრის. კასკადების პროექტი მოსახლეობის განსახლებას არ ითვალისწინებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 330 მილიონი დოლარია. კონტრაქტის პირობების მიხედვით, გამომუშავებული ელექტროენერგია პირველი 15 წლის განმავლობაში სრულად საქართველოში დარჩება.





