სოფიკო ბერიძე
ენერგეტიკის სამინისტრო: გაზის სუბსიდირების მემორანდუმები და დერეგულირების ბრძანება უქმდება
ეკონომიკა

მარიამ ვალიშვილი
რეგიონებსა და თბილისში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა "იმედთან" გააკეთა.
მისი თქმით, ახალი ტარიფების ამოქმედებიდან უქმდება მემორანდუმის მოქმედება და დარეგულირების ბრძანება.
"ახალი ტარიფების ამოქმედების შემდეგ უქმდება მემორანდუმის მოქმედება და დერეგულირების ბრძანება. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ რეგულირებაში მოექცეს ყველა მომხმარებელი, რომლის სუბსიდირებსაც ახორციელებს სახელმწიფო. სოციალური გაზის მიწოდების სახით სუბსიდირების ფორმა გაგრძელდება გრძევადიან პერსეპქტივაში. ამ გარემოებების შედეგად, იქნება მხოლოდ ერთი ტარიფი თბილისში და ერთი ტარიფი რეგიონში, სალიცენზიო არეალის დაფარვის მიხედვით. სამომხმარებლო ტარიფის 5-თეთრიანი სუბსიდირება ჩაანაცვლა მიწოდების ფასის შემცირებამ. თუ აქამდე სოციალური გაზის მიწოდების ფასი 1000 კუბურ მეტრზე 120 დოლარი იყო, ის შემცირდა 105 დოლარამდე, რაც აკომპენსირებს 5 თეთრიან სუბსიდიას.", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სხდომაზე თბილისსა და რეგიონებში გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისთან მიმართებაში, გადაწყვეტილება დაეფუძნა სამომხმარებლო ტარიფის შემადგენელი კომპონენტების ტარიფებს. ყველა კომპონენტის ტარიფში ზრდა ფიქსირდება. გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ 0.5 თეთრით გაიზარდა და 46.15 თეთრი იქნება.
სემეკმა, პირველად "სოკარ ჯორჯია გაზისთვის" ერთიანი ტარიფი დაადგინა. კომპანია 41 ყოფილ ლიცენზიანტს აერთიანებს, შესაბამისად, აქამდე რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით განსხვავებული სამომხმარებლო ტარიფი მოქმედებდა.
სემეკმა კი დღეს დაადგინა ერთიანი ტარიფი და ის დღგ-ს ჩათვლით 56,935 თეთრით განისაზღვრა. ეს გულისხმობს იმას, რომ "სოკარ ჯორჯიას გაზის" არეალში აბონენტებს ტარიფი სხვადასხვა პროპორციით გაეზარდათ.ზოგიერთი აბონენტებისთვიდ ტარიფი 26 თეთრითაც კი გაძვირდება.





