სამომხმარებლო სესხებზე განაკვეთი ლარში გაზრდილია, დოლარში - შემცირებული
ეკონომიკა

სამომხმარებლო სესხებზე განაკვეთი ლარში გაზრდილია, დოლარში - შემცირებული. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მოკლევადიანი საბანკო კრედიტების საშუალო განაკვეთი ლარში 19,5 %-ია (Q1/2016 - 17.6 %), უცხოურ ვალუტაში - 8.2 % (Q1/2016 - 7.4%). 1 ივლისის მდგომარეობით (Q2/2017), გრძელვადიანი სესხის წლიური პროცენტი ლარში 16.3 %-ია (Q1/2016 - 15,8%), დოლარში შემცირებულია - 11,5 % (Q1/2016 - 12,6%). სამომხმარებლო სესხების პორტფელი ("კრედოს" მონაცემების გარეშე) 2,8 მილიარდ ლარს აღემატება და 80 %-ზე მეტი გრძელვადიან სესხებზე (2,3 მილიარდი) მოდის. 2.3 მილიარდიდან 1.8 მილიარდი ლარი (79 %) უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული (Q1/2016 - 77.8 %).



