ლარში ფასდადების რეგულაციის დარღვევის 108 შემთხვევა დაფიქსირდა
ეკონომიკა

შემოსავლების სამსახურმა ლარში ფასდადების რეგულაციის დარღვევის 108 შემთხვევა დააფიქსირა. სამართალდარღვევები ძირითადად გამოვლენილია სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან და ტურ ოპერატორების საქმიანობის იმ ნაწილში, რომელზეც არ ვრცელდება გამონაკლისები. ინფორმაციას Commersant ავრცელებს.
ახალი რეგულაციის თანახმად, პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზება და რეკლამირება პირველი ივლისიდან მხოლოდ ლარში უნდა მოხდეს.
რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ მეწარმე სუბიექტებზე. დარღვევის პირველად აღმოჩენის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი არ ჯარიმდება და მხოლოდ გაფრთხილება ეძლევა. დარღვევის მეორედ აღმოჩენის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი 1000 ლარით ჯარიმდება, მესამე ჯერზე კი 5 ათასი ლარით.



