არაბული კომპანია გონიოში თაუერების მშენებლობას იწყებს
ეკონომიკა

გონიო
არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების კომპანია Green Valley International Real Estate Group გონიოში თაუერების მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას Commersant ავრცელებს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვახტანგ გურგენიძე აცხადებს, პროექტის ოფიციალური გახსნის ცერემონია პარასკევს გაიმართება და მასზე კომპანიის წარმომადგენლების გარდა, ოფიციალური პირებიც არიან მიწვეული.
სასტუმროს გარდა, ტერიტორიაზე განთავსდება „შოფინგ მოლი", რესტორნები, კაფე-ბარები, სპორტული მოედნები. კომპლექსს საკუთარი სანაპირო ექნება. პროექტში 30-35 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
მისივე თქმით, ყველა შესაბამისი ნებართვა კომპანიამ ერთი თვის წინ აიღო და მიმდინარე თვიდან აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.




