ნათია თურნავა: ჩვენ აქამდეც ვეხმარებოდით მოსახლეობას, რომ კალათში პროდუქტები ფასი არ გაზრდილიყო და ახლაც, დავინახეთ რა ამის საფრთხე, ჩავერიეთ
ეკონომიკა

ნათია თურნავა
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩვენ აქამდეც ვეხმარებოდით მოსახლეობას, რომ კალათში პროდუქტები ფასი არ გაზრდილიყო ამ ეკონომიკური კრიზისის დროს და ახლაც, დავინახეთ რა ამის საფრთხე, ჩავერიეთ, - ამის შესახებ ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რომლითაც ის ბიზნესს სუბიექტები შეირჩა, ვისაც მთავრობა ელექტროენერგიის დანამატის ნაწილს დაუსუბსიდირებს.
„რაც შეეხება ბიზნესს, აქ მივუდექით ასევე ძალიან სელექციურად. ცხადია, ბიზნესის შემთხვევაში მეტად იზრდება ტარიფი, ვიდრე მოსახლეობის შემთხვევაში. ეს არ არის მარტივი, მაგრამ აქ ორი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: ერთი, რომ ამ წუთში ბიზნესის აქტივობა დაბალია და ყოველ შემთხვევაში, ზამთრის პერიოდში ალბათ ეს უფრო ნაკლები წნეხი იქნება და, პლუს, ის ბიზნესი შევარჩიეთ დასახმარებალდ, რომელიც ყველაზე მარტივად შეიძლება ითარგმნოს ფასებში, ფასების ზრდაში. ანუ ეს არის ადგილობრივი კვების ინდუსტრია - დაახლოებით 10 ათასი ან მეტი კომპანია, რომელიც საქმიანობს საქართველოში და აწარმოებს ადგილობრივ საკვებ პროდუქტებს, რომლის ფასებიც სენსიტიური თემაა და დახლებზე არ უნდა გაძვირდეს ამის გამო, რომ ელექტროენერგიის საფასური იმატებს. იქ ჩვენ 12 თვის განმავლობაში ფასნამატეის 50%-ს დავასუბსიდირებთ. მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, მაგრამ სოციალურად აბსოლუტურად გასაგები“, - განაცხადა მინისტრმა.
მანამდე მინისტრმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის კომერციული ტარიფის ნაზარდის, ფასნამატის 50 პროცენტი 2021 წლის განმავლობაში ადგილობრივ კვების წარმოებას დაუსუბსიდირდება.




