2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე, პარლამენტში დღეს ბოლო საკომიტეტო განხილვა გაიმართება
ეკონომიკა

ფოტო: Shutterstock.com
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე 2021 წლის, საბოლოოდ კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება კი, 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.
მომავალი წლის ბიუჯეტი 18.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა. ყველაზე დიდი მოცულობის ბიუჯეტი ჯანდაცვის სამინისტროს აქვს.
60 მილიონი ლარით ეზრდებათ ხელფასები საჯარო სექტორში. ანაზღაურება გაეზრდებათ როგორც სამხედროებს, ისე - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, მას ამის გამო „დისკომფორტიც“ კი აქვს.





