22 დეკემბერი 2016, 12:05
გაძვირდება თუ არა პური?
ეკონომიკა

გაზიარება
გაძვირდება თუ არა პურ-პროდუქტებზე ფასი, ჯერჯერობით უცნობია. ”პურის მრეწველთა კავშირის” თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ ფქვილი დაახლოებით ერთი თვეა 36-ლარიდან 40-ლარამდე გაძვირდა. ახალი წლიდან შესაძლოა ფასმა კიდევ მოიმატოს. ამის მიუხედავად, ”პურის მრეწველთა კავშირის” თავმჯდომარის თქმით, არსებობს მექანიზმი, რომ პურ-პროდუქტებზე ფასები არ გაიზარდოს. ”აზერბაიჯანში პურ-პროდუქტების მწარმოებლებს დღგ შეუჩერეს. საქართველოში სატრანსპორტო ხარჯებიც მაღალია. შესაძლებელია დარეგულირება ისე, რომ მტკივნეული შედეგები არ მივიღოთ”, - აღნიშნა დოლიძემ.





