შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელები და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ
ეკონომიკა

ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ ისაუბრეს და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს სფეროში დღეს არსებული ვითარების შესახებ.
მოწვეულმა სტუმრებმა, გამოთქვეს სურვილი შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს შემოსავლების სამსახურთან, რათა ერთობლივი მუშაობის შედაგად მოხდეს ბიზნესისთვის ისეთი აქტუალური საკითხების, იდენტიფიცირება როგორიცაა: სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით საგადასახადო შეღავათის დაწესება, ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნეს სუბიექტებისთვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება, მოქალაქეთათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება და სხვა.
სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის აქტუალურ თემებზე და არსებულ გამოწვევბზე ესაუბრათ.
ბიზნესსექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.





