25 ნოემბერი 2020, 16:53
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 46,550,000 დოლარი გაყიდა
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
2020 წლის 25 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3132 შეადგინა.




