სოფიკო ბერიძე
იანვარ-ივლისში სატრანსპორტო დარგები 154.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა
ეკონომიკა

ფოტო: არქივი
პანდემიური ზაფხული სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე უარყოფითად აისახა. ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ივლისში სატრანსპორტო დარგები 154.8 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 60,6 მლნ მგზავრით ნაკლებია.
ყველაზე მასშტაბური კლება საავტომობილო დარგში დაფიქსირდა. თუ 2019 წლის პირველ შვიდ თვეში სატრანსპორტო დარგი 210.7 მლნ მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებლმა 153.4 მლნ მგზავრი შეადგინა.
სამოქალაქო ავიაცია იანვარ-ივლისში 0.7 მლნ მგზავრს მოემსახურა, მაშინ როცა 2019 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 3.1 მლნ მგზავრს შეადგენდა. კლებაა რკინიგზაზეც - მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოს რკინიგზით 0.7 მლნ მგზავრმა ისარგებლა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1 მლნ მგზავრით ნაკლებია.





