უშუქოდ დარჩენილ 87 სოფელში, მზის ელექტროსადგურების მონტაჟი დაიწყო
ეკონომიკა

მზის პანელების მონტაჟი
ფოტო:shutterstock.com
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები მონტაჟდება.
ელექტროსადგურები მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, კახეთისა და იმერეთის 87 სოფლის 207 ოჯახში დამონტაჟდება.
მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის ჩასართავად.
მზის პანელების მოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება. მთავრობას ტექნიკურად აშშ-ის საერთაშორისო განვითარებისა სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) ეხმარება.





