imedi
საქართველო Delta Air Lines-სა და United airlines-თან პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებებს მართავს
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებებს მართავს.
მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პირდაპირი ავიამიმოსვლა იქნება უპრეცედენტო შემთხვევა ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებში. ნათია თურნავა ჩიკაგოსა და ატლანტაში მსოფლიო ხუთეულში შესული ორ უმსხვილესი ავიაკომპანიის წარმომადგენლებს ხვდება.
"დელტა ეარლაინისა" და "იუნაითედ ეარლაინის" ხელმღძვანელებთან საუბრისას აქცენტი საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, კომერციულ მომგებიანობასა და საქართველო-ამერიკის მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე გაკეთდება.





