საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი Ryanair-ი შემოვიდა
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს.
ირლანდიური ავიაკომპანია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს ფენებს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ ბრაიენმა მოაწერეს.
როგორც Ryanair-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ფრენები 6 ნოემბრიდან დაიწყება. ბილეთის ფასები 19.99 ევროდან იწყება და მაქსიმუმ 84 ევრომდე ადის.
საქართველოს ავიაბაზარზე 8 დაბალბიუჯეტიანი ავაკომპანია ოპერირებს.





