გიორგი ხუხია
კახეთში 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან
ეკონომიკა

ფოტო: არქივი
თელავში, რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაიწყო. წელს კახეთის რეგიონში 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. თუმცა, გარკვეულ სირთულეებსაც ვარაუდობენ.
კერძოდ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, მათი მთავარი მიზანია ყურძენი დაუბინავებელი არ დარჩეს. თუმცა მისივე თქმით, თუ ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა შემცირდება, ბაზარზე ფასმა შესაძლოა დაიკლოს.
„2019 წლის ზაფხულის პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე, რუსეთში ექსპორტის შემცირებამ და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე მოსალოდნელი სანქციების დაწესებამ, გააჩინა ვარაუდი, რომ მიმდინარე წლის რთველის პროცესში ღვინის მწარმოებლები ყურძნის შესყიდვას შეამცირებენ. საქართველოდან რუსეთში მაისში ექსპორტირებული იყო 4 522 250 ბოთლი ღვინო, ივნისში - 4 209 866, ხოლო ივლისში ექსპორტი - 3 550 264 ბოთლამდე შემცირდა, რაც 27%-ით ნაკლებია გასული წლის ივლისის ექსპორტის მაჩვენებელზე, 28%-ით ნაკლებია 2019 წლის მაისის მონაცემზე და 18%-ით ნაკლებია 2019 წლის ივნისის მაჩვენებელზე. არადა, 2018 წელს გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის - 230 ათასზე მეტი ტონა ყურძენი, ხოლო მევენახეების შემოსავალმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა", - განაცხადა მუხუზლამ.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/3BtRGE6CQfM" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>





