ბახტაძე: ეროვნულ ბანკს პრინციპული ნაბიჯების გადასადგმელად ყველა მექანიზმი აქვს
ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე
ფოტო: არქივი
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეროვნულ ბანკს აქვს ყველანაირი მექანიზმი იმისთვის, რომ პრინციპული ნაბიჯები გადადგას. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურაა და თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, თუმცა მას აქვს ყველანაირი მექანიზმი, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით პრინციპული ნაბიჯები გადადგას.
„რაც შეეხება კურსს - ანალიზი აჩვენებს და გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები არის ჯანსაღი. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება და მექანიზმი იმისთვის, რომ გადადგას პრინციპული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ის არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ გასული კვირის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები არის ჯანსაღი, მოლოდინები, მათ შორის ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით იყო გადაჭარბებული. ეროვნულ ბანკს აქვს საშუალება გადადგას პრინციპული ნაბიჯები და ყველანაირი მექანიზმი აქვს ამისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან დღეს თბილისის მერმაც მოითხოვა მოქმედება.





