28 აპრილი 2017, 08:20
თბილისი-სოჭის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ეკონომიკა

გაზიარება
თბილისიდან სოჭის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 1 მაისიდან იწყება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, "ურალის ავიახაზებმა" რეგულარულ ავიარეისებზე ნებართვა 10 აპრილს მიიღო.
ფრენები კვირაში ორჯერ, ორშაბათს და პარასკევს შესრულდება.
თბილისი-სოჭის მიმართულებით ფრენები "აირზენამ" 2014 წელს დაიწყო, მაგრამ დაბალი მოთხოვნის გამო მალევე შეაჩერა.





