ირმა ებრალიძე
დრონის 400 ფუტზე მაღლა ფრენაზე სააგენტოს თანხმობაა საჭირო
ეკონომიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესებთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარის შენიშვნები გაითვალისწინა.
დრონების 400 ფუტზე მაღლა ექსპლუატაცია დაშვებული იქნება მხოლოდ სააგენტოს თანხობის საფუძველზე.
ნორმები ძალაში 2017 წლის 1 სექტემბრიდან შევა, რეგისტრაციის და სპეციფიკურ კატეგორიაში ფრენის მოთხოვნები - 2017 წლის 1 ნოემბრიდან, სერტიფიცირების ნაწილი - 2020 წლის 1 იანვრიდან.
უპილოტო საჰაერო ხომალდის მფლობელებმა და ოპერატორებმა შენიშვნები და წინადადებები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა წარმოადგინონ.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო - ხაშურის თავზე მფრინავ დრონზე მიბმულ ჰამაკში ადამიანი წევს, მოგვიანებით გაირკვა, რომ - მანეკენი. ვიდეო ლუდის კამპანია აღმოჩნდა.





