ანდრეი ჯუფალაკიანი
საწვავი გაძვირდა
ეკონომიკა

ბენზინი და დიზელი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა. ბოლო 2 დღის განმავლობაში ფასი თითქმის ყველა კომპანიამ გაზარდა. თუ "გალფის" ქსელში ევრო რეგულარი 1.84 ლარი ღირდა, დღეს უკვე 1.89 ლარია. პრემიუმის ფასი 1.98-1.99 ლარს აღწევს. სუპერი "სოკარ ჯორჯიას" ქსელში 2.14 ლარი ღირს, "რომპეტროლის" ეფიქსის ღირებულება კი, 2.16 ლარია.
გაძვირდა ავტოგაზიც. "სოკარის" ქსელში ფასი 1.23 ლარამდე გაიზარდა (ძველი ღირებულება 1.16 ლარი), "გამას" ქსელში კი - 1.18-დან 1.26-მდე.
მიზეზი - ლარის გაუფასურება და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების გაძვირებაა.
ახალი წლიდან საწვავზე აქციზი იზრდება, რაც საწვავს, სავარაუდოდ, კიდევ 20-25 თეთრით გააძვირებს.





