26 აპრილი 2017, 12:10
ახალი რეისი ნოვოსიბირსკი-თბილისი-ნოვოსიბირსკი დაინიშნა
ეკონომიკა

გაზიარება
29 აპრილიდან რუსული ავიაკომპანია S7 ნოვოსიბირსკი-თბილისი-ნოვისიბირსკის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელებას იწყებს. TAV Georgia-ზე დაყრდნობით, ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. ავიაკომპანია ფრენებს ყოველ შაბათს, აირბას A320 ტიპის ავიახომალდით შეასრულებს.
რუსული ავიაკომპანია S7 თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვის მიმართულებით ყოველდღიურ ფრენებს 2010 წლიდან, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ რეისებს 2011 წლიდან ახორციელებს.





