26 აპრილი 2017, 12:28
imedi
მარტში კომერციული ბანკების აქტივები გაიზარდა
ეკონომიკა

გაზიარება
1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. ბანკების უმეტესობა უცხოური კაპიტალით არის შექმნილი.
მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.4 მლრდ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით გაიზარდა და 29.8 მლრდ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.5 პროცენტია.





