ირმა ებრალიძე
პრეზიდენტმა "მოითხოვე ქართული"-ს დაგროვებითი ბარათები წარადგინა
ეკონომიკა

ე.წ. ქართულების დაგროვებითი ბარათი
ფოტო: ირმა ებრალიძე
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში, კამპანია "მოითხოვე ქართული"-ს ფარგლებში დამზადებული დაგროვებითი ბარათის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
"ეკონომიკური პრობლემები მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებით უნდა გადაიჭრას. ჩვენი არჩევნით უნდა გავაძლიეროთ ეროვნული წარმოება," - განაცხადა პრეზენტაციაზე გიორგი მარგველაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა პროექტის ინიციატორებს.
დაგროვებით ბარათზე ქართული პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს ვირტუალური ქულები ე.წ. ქართულები დაერიცხება.
ამ ეტაპზე დამზადებულია 20 000 ბარათი. ბარათები სავაჭრო ობიექტებში საჩუქრად გადაეცემა მომხმარებლებს. ქართული პროდუქცია ამოსაცნობად სპეციალური პროგრამა შემუშავდა.





