Imedi
სემეკ-ი: მთავრობას და ინვესტორს შორის გაფორმებულ შეთანხმებას არ ვეყრდნობით
ეკონომიკა

ირინა მილორავა
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე "ინტერ რაოს" და მთავრობას შორის მოსალოდნელ საარბიტრაჟო დავას ეხმაურება.
"ტარიფების დათვლა სემეკ-ის ექსკლუზიური უფლება და ვალდებულებაა. ლარის გაუფასურების ფაქტორი სამომხმარებლო ტარიფში 2015 წელს აისახა, როდესაც გადასახადი დაახლოებით 40 %-ით გაიზარდა. სემეკი ეყრდნობა სატარიფო მეთოდოლოგიას და არა მთავრობას და ინვესტორს შორის გაფორმებულ შეთანხმებას. შესაძლოს, შეთანხმებით მისაღები შედეგი მეთოდოლოგიით დადგენილი ტარიფის შედეგისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდეს", - ამბობს ირინა მილორავა.
"ინტერ რაო" საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის - ლარის გაუფასურების გამო კომპენსაციას ითხოვს. კომპანია ათეულმილიონიან ზარალზე საუბრობს.
ТАСС-ის ინფორმაციით, "ინტერ რაოს" სტრუქტურები - Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V., რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ნიდერლანდებში და ფლობენ ქართული გამანაწილებელი კომპანია "თელასის" 75 %-ს და "ხრამი ჰესი 1"-ს და "ხრამი ჰესი 2-ს, დაცულები არიან საქართველო-ნიდერლანდების შეთანხმებით. ქართულმა მხარემ უნდა აანაზღაუროს გაცვლითი კურსისგან მიღებული ზარალი. მთავარი პრეტენზია ტარიფს უკავშირდება. ენერგეტიკისა და წყალმომარეგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების 2014 წლის მეთოდოლოგიაში არ შევიდა ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო დანაკარგი. კომპანიებმა საქართველოს მთავრობას ტარიფების შეცვლაზე 2016 წელს მიმართეს. მარეგულირებელმა კომისიამ უარი განაცხადა.





