imedi
ყაზტრანსგაზი საქართველოს მთავრობასთან მორიგებას არ გამორიცხავს
ეკონომიკა

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" გენერალური დირექტორი სანჟარ შოკატაევი საქართველოს მთავრობასთან მორიგებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
სანჟარ შოკატაევის განცხადებით, შეთანხმების შემთხვევაში, კომპანია სარჩელს გამოითხოვს.
"ორი ვარიანტია - ან კომპანიის დაბრუნება, ან მისი გამოსყიდვა, ანუ ჩვენ მიერ ჩადებული ინვესტიციების დაბრუნება. ერთი წლის წინ გაიგზავნა შეტყობინება. გვქონდა დრო მოლაპარაკებისთვის, რომელიც უშედეგო აღმოჩნდა. ყველაფერი იურიდიული პროცედურების შესაბამისად მიდის, მაგრამ ამით მოლაპარაკებები არ გაუქმებულა. თუ შედგა შეთანხმება, სარჩელი იქნება გამოთხოვილი", - განაცხადა სანჟარ შოკატაევმა.
ყაზახურმა "ყაზტრანსგაზმა" საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა. კომპანია, რომელმაც შვილობილი "ყაზტრანსგაზ თბილისის" გაყიდვა ვერ შეძლო, ახლა მასზე კონტროლის დასაბრუნებლად იბრძვის. გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელის თანხა 180 მლნ დოლარია. საქართველოს მთავრობამ საარბიტრაჟო სასამართლოდან "ყაზტრანსგაზის" სარჩელზე შეტყობინება უკვე მიიღო.





