ირმა ებრალიძე
მთავრობამ "ყაზტრანსგაზის" სარჩელზე შეტყობინება მიიღო
ეკონომიკა

მარიამ ვალიშვილი
საქართველოს მთავრობამ საარბიტრაჟო სასამართლოდან "ყაზტრანსგაზის" სარჩელზე შეტყობინება მიიღო. ყაზახური მხარე ინვესტიციების ანაზღაურებას ითხოვს.
"შეტყობინება მივიღეთ. შესწავლის ეტაპზე ვართ. ყაზახურ მხარეს ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნებაზე მუდმივად ვესაუბრებოდით. ეს იყო ჩვენი სურვილიც და მზაობაც. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება მიიღეს", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა "საქმის კურსთან".
Global Arbitration Review-ის ინფორმაციით, სადავო თანხა 180 000 000 დოლარია.
"ყაზტრანსგაზმა" თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილგაზი" 12 500 000 დოლარად 2006 წელს შეიძინა. "ყაზტრანსგაზ-თბილისს" 80 000 000-ლარიანი დავალიანება, აქედან 68 000 000 ლარი საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის მიმართ, 2009 წლისთვის დაუგროვდა. ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "ყაზტრანსგაზ-თბილისში" სპეციალური მმართველი 2009 წელს დანიშნა.





