ირმა ებრალიძე
ყაზტრანსგაზმა საქართველოს მთავრობას უჩივლა
ეკონომიკა

ყაზახურმა "ყაზტრანსგაზმა" საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა.
კომპანია, რომელმაც შვილობილი "ყაზტრანსგაზ თბილისის" გაყიდვა ვერ შეძლო, ახლა მასზე კონტროლის დასაბრუნებლად იბრძვის.
"ყაზტრანსგაზმა უკვე შეიტანა სარჩელი სასამართლოში. საქმე ამჟამად განხილვის პროცესშია. საარბიტრაჟო პროცესი ხანგრძლივია და დაკავშირებულია "ყაზტრანსგაზ თბილისის" ბედთან. შესაძლოა შევთანხმდეთ, შესაძლოა, პროცესი გაგრძელდეს, ამის პროგნოზირება არ შემიძლია", - განუცხადა abctv.kz -ს "ყაზმუნაიგაზის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ საუატ მინბაევმა.
Global Arbitration Review-ს ინფორმაციით, სარჩელის თანხა 180 მლნ დოლარია.
გასული წლის გაზაფხულზე "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" გამოთქვა "ყაზტრნასგაზ თბილისის" შეძენის სურვილი. იყო ხანგრძლივი განხილვები. ყაზახური მხარე პრობლემური კომპანიის გაყიდვის იმედს გამოთქვამდა, თუმცა როგორც ჩანს შეთანხმება ვერ შედგა.





