imedi
საგადასახადო სამართალდარღვევის 435 ფაქტი გამოვლინდა
ეკონომიკა

17-23 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 435 ფაქტი გამოავლინა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა შეამოწმეს 4,288 გადამხდელი.
შემოწმების შედეგად დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 42 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 34 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 359 ფაქტი.





