23 აპრილი 2017, 22:43
53 000 ელექტრომობილს სუსტი მუხრუჭის გამო აღარ გაყიდიან
ეკონომიკა

გაზიარება
ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია „Tesla“-მ მუხრუჭზე ხარვეზის გამო, 53 000 ელექტრო ავტომობილი ბაზრიდან გაიყვანა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
ერთ-ერთი მექანიზმი არასაკმარისად ძლიერი აღმოჩნდა და იმ შემთხვევაში თუ ის გაფუჭდება, მძღოლი ხელის მუხრუჭს ვერ გამოიყენებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ პრობლემას ჩვეულებრივ მუხრუჭებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის შეფასებით, აღნიშნული პრობლემა შეიძლება ავტომობილების მხოლოდ 2%-ს აღმოაჩნდეს. ასევე აღინიშნა, რომ მუხრუჭის ხარვეზზე პასუხისმგებელი არა კომპანია, არამაედ ამ ნაწილის მომწოდებელია.





