imedi
საქართველომ ირანული გაზი შეიძინა
ეკონომიკა

საქართველომ ირანული გაზი შეიძინა და მისი მიწოდება ერთი თვის განმავლობაში იგეგმება, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გოლამრეზა ბაგერი მოგადამმა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ინფორმაცია თავდაპირველად ირანულმა IRNA-მ, მოგვიანებით კი აზერბაიჯანულმა სააგენტოებმა, მათ შორის Azernews-მა გაავრცელა.
„საქართველოში განაცხადეს, რომ იმპორტს ერთ თვეში დაიწყებენ“, - განაცხადა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ირანული გაზის იმპორტთან დაკავშირებით ინფორმაცია შარშანაც გავრცელდა, თუმცა მაშინ შეთანხმების გაფორმება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში არ დაადასტურეს.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. დღეს კი, თეირანს საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სტუმრობს, რომლის შემადგენლობაშიც ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეცაა, - წერს 1tv.ge.





