ირმა ებრალიძე
დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ეკონომიკა

შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდში
დიმიტრი ქუმსიშვილის აშშ-ში სამუშაო ვიზიტი გრძელდება. დღეს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ენტონი დე ლანოის შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. მათ შორის საუბარი იყო ფონდთან ახალ სამწლიან პროგრამაზე. სავალუტო ფონდის მაღალჩინოსანმა დადებითად შეაფასა საქართველოსთან ახალი პროგრამის დაწყება და იმედი გამოთქვა, რომ ის წარმატებით გაგრძელდება.
„აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო იწონებს იმ რეფორმებს, რომელიც ხორციელდება და ასევე დაგეგმილია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში. ზოგადად, სახეზეა პოზიტიური დინამიკა. ფინანსთა მინისტრმა ძალიან კარგი მიმოხილვა გააკეთა რეფორმებისა და ღონისძიებების თაობაზე, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იქნება“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი დე ლანოიმ.
დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.





