21 აპრილი 2017, 14:51
6 თვის მანძილზე 100 000-ზე მეტმა მგზავრმა დაბალბიუჯეტიანი ავიარეისებით ისარგებლა
ეკონომიკა

გაზიარება
დაბალბიუჯეტიანი ავიარეისების რაოდენობა იზრდება. ავიაკომპანია „ვიზეარი“, რომელმაც ქუთაისიდან ფრენების განხორციელება 6 თვის წინ დაიწყო, დაბალბიუჯეტიანი ფრენების სტატისტიკას აქვეყნებს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2016 წლის 23 სექტემბრიდან დღემდე, მათი სერვისით 100 000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა. „ვიზეარმა“ ავიამიმართულებების ქსელი 8 ქვეყნის 11 მიმართულებით გაზარდა.





