ირმა ებრალიძე
საპარტნიორო ფონდმა NATA Holding-თან მემორანდუმი გააფორმა
ეკონომიკა

დავით საგანელიძე
საპარტნიორო ფონდმა თურქულ NATA Holding-თან მემორანდუმი გააფორმა.
მხარეები თანამშრომლობის ზოგად პრინციპებზე, მათ შორის საქართველოში წარმოების სექტორში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. NATA Holding-ის ქარხნების და საწარმოო ხაზების შესწავლის შემდეგ, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში ერთ-ერთი მათგანის ანალოგი განხორციელდება.
"თურქეთი საქართველოს მეგობარი, მთავარი სტრატეგიული, სავაჭრო პარტნიორია. NATA Holding-ი ძლიერი თურქული კომპანიაა, დიდი გამოცდილებით. დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობა წარმატებული იქნება", - აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ.





