imedi
ქართველი ბიზნესმენები ირანთან ეკონომიკური ზონის მოწყობაში მიიღებენ მონაწილეობას
ეკონომიკა

„სომხეთი მზადაა, ქართველ ბიზნესმენებს ირანთან საზღვარზე ეკონომიკური ზონის მოწყობაში დაეხმაროს“,- ინფორმაციას bm.ge სომხურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სომხური მხარე პროექტში ინვესტიციისთვის მზადაა. სომხეთის ეკონომიკის მინისტრის სურენ კაპარიანის ინფორმაციით, სომხეთი მერგის რეგიონში ირანთან თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოწყობასთან დაკავშირებით ქართველ ბიზნესმენებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
მისივე თქმით, მანამდე გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების დროს ქართულმა მხარემ გამოხატა ინტერესი, რომ ჩაერთოს სომხეთის სამხრეთში ირანის საზღვართან თავისუფალი ზონის მოწყობის პროექტში.
ეკონომიკური ზონის საერთო ფართობი 32 ჰექტარsი იქნება. პროექტისთვის 32 მილიონი დოლარი დაიხარჯება.





