imedi
ფოთის ნავსადგური ხვალ მუშაობას 2 საათით შეწყვეტს
ეკონომიკა

ფოთის ნავსადგურში ოპერაციები 20 აპრილს, 12:00-დან – 13:00 საათამდე და 20:00-დან – 21:00 საათამდე შეწყდება.
მიზეზი გახლავთ ის, რომ IMP Terminas-ი ფოთის ნავსადგურში გლობალური უსაფრთხოების დღეს აღნიშნავს. მენეჯმენტი ამბობს, რომ კომპანიისთვის მთავარია შეინარჩუნოს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო, როგორც თანამშრომლების, ასევე კონტრაქტორებისათვის. ინფორმაცაის სააგენტო GBC ავრცელებს.
„გლობალური უსაფრთხოების დღე, რომელიც 2017 წლის 20 აპრილს აღინიშნება, ეძღვნება ჩვენს მიერ 24/7 მანძილზე განხორციელებულ ოპერაციებს“, - აცხადებენ IMP Terminas-ში. ნავსადგური სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს, რომლებიც ძირითადად ღამით შესრულებულ ოპერაციებზე და ცვლაში მუშაობაზე იქნება ორიენტირებული.





