19 აპრილი 2017, 21:05
ირმა ებრალიძე
ლარი მცირედით გაუფასურდა
ეკონომიკა

გაზიარება
დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად, ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. 1 აშშ დოლარი 2.3963 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3824 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 1.39 თეთრი შეადგინა.
1 ევრო 2.5708 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5404 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 3.04 თეთრი შეადგინა. 1 თურქული ლირა 0.6543 ლარი იქნება, 1 ფუნტი-სტერლინგი კი 3.0749 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 20 აპრილიდან შევა ძალაში.





