თხილისა და კაკლის ექსპორტი შემცირდა
ეკონომიკა

საქართველოდან თხილისა და კაკლის ექსპორტი შემცირდა. ამის შესახებ bm.ge-ი სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტმა საქართველოს მთლიან ექსპორტში იანვარ-მარტში 3,5% შეადგინა, გასული წლის ამავე პერიოდში კი 7,5%-ი იყო.
თანხობრივად წელს თხილისა და კაკლის ექსპორტმა 17 მილიონი დოლარი შეადგინა, წინა წელს კი ეს ციფრი 32 მილიონი დოლარი იყო.
2017 წლის იანვარ-მარტში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 98 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 17 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 81 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 14 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 35 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.





