Imedi
გაზმომარაგება დღეს რამდენიმე უბანში შეიზღუდება
ეკონომიკა

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ოთხშაბათს, 19 აპრილს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება ნაწილობრივ შეწყდება შემდეგ მისამართებზე:
დიღმის მასივი, IV კვარტალი, კორპუსი №1 და №24. გაზის მიწოდება აღდგება 12:00 საათიდან, ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
13:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სანზონის რაიონში, დავით გურამიშვილის გამზირი №12ა-2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან.11:00 საათიდან 12 საათამდე კი - დავით გურამიშვილის გამზირი №12ა-3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს.
11:00 საათიდან 17 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩა №53, №55, №57, №59, №61, №63, №65, №74, №82, №86 და კრწანისის I ჩიხის №49-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას.
ინფორმაციას “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს და ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის. ამასთან, ის მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის - აცხადებს კომპანია.





