18 აპრილი 2017, 23:35
Imedi
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 9 750 000 აშშ დოლარი შეისყიდა
ეკონომიკა

გაზიარება
ლარის გამყარების კვალდაკვალ ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას განაგრძობს.
ბანკმა სავალუტო აუქციონზე დღეს 9 750 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას ბანკის ვებგევრდზე ავრცელებს, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა ამჯერად 2.3861 შეადგინა.
წელს ეს სებ-ის მიერ განხორციელებული უკვე მეორე ინტერვენციაა. პირველად მან მონაწილეობა სავალუტო აუქციონზე 12 აპრილს მიიღო და მაშინ 10 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, რა დროსაც შეწონილმა კურსმა 2.3913 შეადგინა.
შარშან ეროვნულმა ბანკმა დოლარის შესყიდვით რეზერვი 278 მილიონი დოლარით შეივსო.





