30 აპრილი 2019, 11:10
ირმა ებრალიძე
მარტში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
2019 წლის მარტში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6%-ი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 4,7%-ით განისაზღვრა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვა სახის მომსახურების გაწევის დარგებში.
ზრდა დაფიქსირდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგშიც. კლება შეინიშნება მშენებლობის სექტორში.





