ლარი მცირედით გამყარდა
ეკონომიკა

დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად, ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა.1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3824 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებმა 2.3896 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0072 ლარი შეადგინა.
1 ევრო კი 2.5404 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსის მიხედვით, ევრო 2.5418 ლარი იყო. ევროს ცვლილებამ ლარის მიმართ 0.0014 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.
დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 9 750 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3861 შეადგინა.





