18 აპრილი 2017, 16:05
ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე 14 ქართული ღვინო დააგემოვნეს
ეკონომიკა

გაზიარება
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა ,,Wine and Gourmet Japan 2017” გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის 14 კომპანია იყო წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში სემინარი-დეგუსტაცია „საქართველო - 8 ათასი რთველი“ გაიმართა, მასზე დასასწრებად ცნობილი სომელიეები და ღვინის პროფესიონალები იაპონიის სხვადასხვა პრეფექტურიდან ჩამოვიდნენ.
2017 წელს „Wine and Gourmet Japan“-ს 75 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენად ითვლება აზიის მასშტაბით.





