imedi
პროფესიულ კოლეჯებში 8600 პირი ისწავლის
ეკონომიკა

პროფესიულ კოლეჯებში სწავლების სურვილი საგაზაფხულო მიღებაზე 8600-მდე პირმა დაფიქსირა, რაც შეეხება ვაკანტურ ადგილებს, სახელმწიფო პროვაიდერთა ქსელში სულ 6000 თავისუფალი ადგილია. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები ტურიზმი, მომსახურების სფერო, სამკერვალო ნაწარმისა და ასევე, ავტომობილის სპეციალისტია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურსია კონდიტერის, მზარეულის, გიდის და ვებ ინტერფეისის დეველოპერის პროგრამაზე.
წელს, პირველად, რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. დაახლოებით 2 კვირაში აპლიკანტებს ტესტირებების გავლა მოუწევთ, ქულის გაგების შემდეგ კი უკვე შესაძლებელი იქნება არჩევანი ვაკანტური ადგილების მიხედვით შეცვალონ. რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, საგაზაფხულო მიღებაზე ჩარიცხულთათვის სწავლება, სავარაუდოდ, 20 მაისს დაიწყება.





