17 აპრილი 2017, 17:27
imedi
რიკოთის უღელტეხილზე 4-ზოლიანი გზის პროექტირება იწყება
ეკონომიკა

გაზიარება
რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის 42 კმ სიგრძის 4-ზოლიანი გზის მშენებლობის პროექტირება იწყება, რომელიც 90-მდე ხიდსა და 40-მდე გვირაბის მშენებლობას გულისხმობს. ინფორმაციას სააგენტო bm.ge საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, გიორგი სეთურიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
სეთურიძის თქმით, რიკოთის პროექტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროექტად ითვლება, ამიტომ ამ მონაკვეთის პროექტირებაზე მსოფლიოში საუკეთესო ჯგუფებია მობილიზებული.
მშენებლობაზე ტენდერი მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება.





