ანდრეი ჯუფალაკიანი
საწვავი რამდენიმე თეთრით გაიაფდა
ეკონომიკა

ფოტო: სანდრო ჯუფალაკიანი
ნავთობკომპანიების უმრავლესობამ ბენზინსა და დიზელზე ფასები შეამცირა.
5 თეთრით გაიაფდა საწვავი "ლუკოილში". ევრო სუპერის ახალი ფასია - 2.29 ლარი, პრემიუმ ავანგარდის - 2.19 ლარი, ევრო რეგულარისა და ევრო დიზელის - 1.99 ლარი.
"სოკარში" ფასები 5 თეთრითაა შემცირებული. ნანო სუპერის ფასი - 2.39 ლარი, ნანო პრემიუმის - 2.26 ლარი, ნანო ევრო რეგულარის - 2.06 ლარი, ნანო ევრო დიზელის - 2.17 ლარი, ნანო დიზელის - 1.99 ლარი.
"ვისოლის" ქსელში სავწვის ფასი 3 თეთრით შემცირდა. ეკო სუპერის ახალი ფასია - 2.41 ლარი, ეკო პრემიუმის - 2.28 ლარი, ევრო რეგულარის - 2.10 ლარი, ეკო დიზელის - 2.22 ლარი, ევრო დიზელის - 2.12 ლარი, დიზელ ენერჯის - 2.04 ლარი.
"გალფის" ქსელში ფასის ცვლილებამ 2 თეთრი შეადგინა. G-Force პრემიუმის ახალი ფასია - 2.27 ლარი, G-Force ევრო რეგულარის - 2.17 ლარი, ევრო რეგულარის - 2.07 ლარი, ევრო დიზელის - 2.05 ლარი. G-Force ევრო დიზელის ფასი არ შეცვლილა და 2.25 ლარია.





