imedi
Toshiba ტელევიზორების წარმოებას ყიდის
ეკონომიკა

იაპონური კორპორაცია Toshiba, ტელევიზორების წარმოებასთან დაკავშირებულ სექციას ყიდის. კომპანია ამერიკული შვილობილის Westinghouse Electric-ის გაკოტრების შემდეგ რესტრუქტურიზაციის პროცესშია. საბოლოოდ საკითხი 2018 წელს გადაწყდება.
დღესდღეობით, ტელევიზორების წარმოების ბიზნესი კორპორაციისთვის მხოლოდ წამგებიანია. ზარალი 10 მილიარდ იენს (90 მილიონი დოლარი) შეადგენს. 2016 წლის აპრილ-სექტემბერში, Toshiba-ს ტელევიზორების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები წინა წელთან შედარებით 42%-ით შემცირდა.
შესაძლო მყიდველებს შორის რამდენიმე ჩინური კომპანია, ასევე სaყოფაცხოვრებო ტექნიკის თურქული მწარმოებელი Vestel-ი განიხილება, რომელსაც ევროპული ბაზრის ლიცენზიით უკვე აქვს Toshiba-ს ტელევიზორების აწყობის გამოცდილება.
წინასწარი შეფასებით, გარიგების მოცულობა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი იქნება.





